კირჩხიბი

თქვენ ძალიან ხართ შეყვარებული სიყვარულზე, ამიტომაც შეყვარება თქვენთვის ნატურალური პროცესია. ყოველთვის საუკეთესოს ხედავთ ადამიანებში და მათთან დაახლოებისთანავე მთელ თქვენს სიყვარულს ღიად გამოხატავთ. მუდამ მიჰყვებით თქვენს ემოციებს და არასდროს აიგნორებთ იმ ფაქტს, როდესაც თქვენი გრძნობები ვინმეს გამო არაბუნებრივ ხასიათს იღებს. წარსული გულის ტკენების მიუხედავად, არასდროს კარგავთ იმის იმედს, რომ მომავალი პარტნიორი სწორედ ის ერთადერთი საოცნებო ადამიანი აღმოჩნდება.

კურო

როდესაც ისეთ ვინმეს შეხვდებით, რომლის ვიზუალიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობთ, მზად ხართ ზედმეტი დროის კარგვის გარეშე დაუახლოვდეთ მას. თქვენ ყოველთვის გსურთ გაარკვიოთ შეიძლება თუ არა ღრმა და საფუძვლიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რადგან მხოლოდ ზედაპირის შეხებით არასდროს კმაყოფილდებით. ყოველთვის იცით რას ეძებთ და როდესაც სასურველ პარტნიოს აწყდებით, მზად ხართ მაშინვე შეიყვაროთ იგი.

სასწორი

თქვენ ყველას აძლევთ მეორე შანსს და თანაც ძალიან სოციალური ადამიანი ხართ, რის გამოც ახალ ხალხთან შეხვედრა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მუდამ იმისათვის იბრძვით, რომ საკუთარ ცხოვრებაში ბალანსი და ჰარმონია გქონდეთ, რის გამოც ხშირად შეიძლება ისეთი ადამიანი შეგიყვარდეთ ძალიან ადვილად, რომელსაც თქვენი სულიერი ბალანსის მეორე ნახევრად ჩათვლით. მართალია გარკვეული დრო გჭირდებათ იმის გადასაწყვეტათ, იმსახურებს თუ არა კონკრეტული ადამიანი თქვენს დროს, მაგრამ ამაში ხშირად ადვილად რწმუნდებით და შემდეგ მთელი თქვენი გრძნობები ეშვებით სიყვარულის მორევში. სწორედ ამიტომ არ გიჭირთ ახალი ურთიერთობების წამოწყება ერთმანეთის მიყოლებით მანამდე, სანამ არ აღმოაჩენთ იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრებისეული ჰარმონიისა და ყოველდღიურობის დაბალანსებას თქვენთვის მოსაწონ დონეზე შეძლებს.

ვერძი

თქვენ ძალიან სპონტანური და იმპულსური ხართ, მიუხედავად იმისა რომ თქვენს გზას არ გადაუხვევთ სიყვარულის საპოვნელად, მაინც ძალიან გიყვართ ახალი გამოწვევები და ახალი თავგადასავლები. როდესაც ისეთ ადამიანს წააწყდებით, რომელიც თქვენში შინაგან გრძნობებს აღვივებს, მას დაუბრკოლებლად მისდევთ. მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ ტენდენცია მოიწყინოთ მალე, თუკი ურთიერთობა ნელა ვითარდება, ვინმეს შეყვარება მაინც ძალიან სწრაფი პროცესია თქვენთვის. სწორედ ამიტომ ხშირად ეშვებით მთელი თავით ისეთ წარმოუდგენელ თავგადასავლებში, რომლების წყალობითაც უამრავ ახალ ადამიანს ხვდებით და მათი უმრავლესობა თქვენს ინტერესს მაშინვე იმსახურებს. თანაც, თქვენ პირველი ნაბიჯის გადამდგმელი ადამიანები საკმაოდ გხიბლავთ და თქვენს მიმართ ინტერესის გამომჩენ ადამიანებს ყოველთვის დიდ შანსს აძლევთ.


Like it? Share with your friends!

212
212 points