ვერძი

თქვენ ნამდვილი სიყვარულის პოვნისათვის მაშინ იქნებით მზად, როდესაც თქვენი ყოფილისთვის დარეკვის ჩვევას მოიშლით იმ წამსვე, როგორც კი თავს ოდნავ მარტოსულად იგრძნობთ.

კურო

ნამდვილ სიყვარულს კურო მაშინ იპოვის, როდესაც საკუთარი გულის მთელი ძალით დაცვას მოეშვება. შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი, რომ ყველას თქვენი გულის გატეხვა სურს. მსოფლიოში არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლების გაცნობაც და თქვენთან ახლოს მოშვებაც ცუდის მაგივრად პირიქით, ბევრად უფრო პოზიტიურსა და ღირებულს გახდის თქვენც პირად ცხოვრებას.

ტყუპები

თქვენ მაშინ იპოვით ნამდვილ სიყვარულს, როდესაც თვითრწმენის ძალას მოიპოვებთ. თქვენი ყველაზე დიდი მტერი სწორედ გადაწყვეტილების ვერმიღების პრობლემაა.

კირჩხიბი

თქვენ ნამდვილი სიყვარულის პოვნას მაშინ შეძლებთ, როდესაც გააცნობიერებთ რომ ის შეიძლება თქვენს ირგვლივ უკვე არსებული წრის გარეთ იყოს. ზოგჯერ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, ზედმეტად ხომ არ ხართ მიჯაჭვული საკუთარი ნაცნობების წრეს და მის გარეთაც მოინდომოთ გახედვა.

ლომი

თქვენ ნამდვილ ურთიერთობას მაშინ წამოიწყებთ, როდესაც გამუდმებით ყურადღების ცენტრში და მთავარ ადამიანად ყოფნის რადიკალური მოთხოვნა შეგინელდებათ.

ქალწული

თქვენ ნამდვილ სიყვარულს მაშინ იპოვით, როდესაც საკუთარი თავის რწმენას დაიბრუნებთ და ირწმუნებთ, რომ თქვენც შეგიძლიათ გიყვარდეთ და სიყვარული მიიღოთ.

სასწორი

თქვენ ნამდვილ სიყვარულს მაშინ აღმოაჩენთ, როდესაც გააცნობიერებთ რომ ცხოვრება ყოველთვის სამართლიანი არ არის და ამაზე ბევრი დარდი არ ღირს.

მორიელი

თქვენ ნამდვილ სიყვარულს მაშინ აღმოაჩენთ, როდესაც შეეგუებით იმ ფაქტს რომ მსოფლიოში ყველა ადამიანი თქვენსავით გულწრფელი არ არის.

მშვილდოსანი

თქვენ ნამდვილ სიყვარულს მაშინ აღმოაჩენთ, როდესაც ისეთი დაპირებების მიცემას შეეშვებით, რომლებზეც წინასწარვე იცით რომ ვერ შეასრულებთ.

თხის რქა

თქვენ ნამდვილ სიყვარულს მაშინ აღმოაჩენთ, როდესაც აღარ ჩათვლით, რომ ყველა ადამიანის თქვენთვის მაინცდამაინც ცუდის გაკეთება სურს.  მთელი თქვენი ცხოვრების განსაზღვრა არ ღირს იმ ერთი არასწორი ადამიანის გამო, რომელმაც თვითრწმენის პრობლემები გაგიჩინათ წარსული გულის ტკენის გამო.

მერწყული

თქვენ ნამდვილ სიყვარულს მაშინ აღმოაჩენთ, როდესაც შეეგუებით იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ შეიძლება თქვენც იყოთ მტყუანი ან არასწორი და სხვა ადამიანი მართალი. შეცდომები შეიძლება ყველამ დაუშვას ამ ცხოვრებაში.

თევზები

თქვენ ნამდვილ სიყვარულს მაშინ აღმოაჩენთ, როდესაც გააცნობიერებთ, რომ მთელი თქვენი გრძნობებისა და ემოციების ინვესტირება ისეთ ადამიანებში არ ღირს, რომლებიც თქვენთვის იგივეს არ აკეთებენ.


Like it? Share with your friends!

238
238 points