” ჩვენი ბაბუა ერთი კვირის წინ დავასაფლავეთ, თუმცა როდესაც დღეს მივედი მის საფლავზე ყვავილების მისატანად, დავინახე როგორ იჯდა იგი საფლავის ქვაზე სწორედ იმ ყვავილებით ხელში, რომელიც მე მქონდა მიტანილი და იღიოდა”

” თავისი მეცამეტე დაბადების დღის შემდეგ შერილი სკოლაში წავიდა და საღამოს სახლში აღარ დაბრუნდა, რის გამოც დედამ ჩათვალა რომ გოგონა მეგობრის სახლში წავიდა სათააშოთ, თუმცა როცა მოსაღამოვდა მან საკუთარი შვილის სხეულის ნაწილები ამანათების სახით მიუტანეს სახლში წერილთან ერთად, რომელზეც ეწერა ” სწორედ ამას იმსახურებ იმისათვის, რომ ჩემზე არ დაქორწინდი 33 წლის წინ”

” გავიგე ჩემი მეგობრის კივილი მეორე სართულზე მდებარე სააბაზანოდან, ამიტომ ეგრევე ვაპირებდი კიბეებზე ამერბინა რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა უცებ ჩემ მხარზე ხელი ვიგრძენი და როდესაც შემოვტრიალდი ტერეზა დავინახე, რომელიც მთელი ამ დროინს განმავლობაში თურმე ჩემ გვერდით იდგა.”

” როგორც კი 12 სანთელის ანთება დავასრულე, ძალიან მინდოდა მოშარდვა, ამიტომაც ამის გასაკეთებლად გავედი და როდესაც უკან დავბრუნდი ერთ წუთზე ნაკლებ დროში, მაგიდაზე 13 სანთელი დამხვდა ანთებული, თანაც სახანძრო განგაში ჩაირთო უცებ.

“სტეისის დედა მკერდის კიბოთი გარდაიცვალა გასულ წელს, თუმცა ახლა სტეისის ექიმმა დაურეკა, რომელმაც უთხრა რომ დედამისი დღეს გარდაიცვლებოდა და თავისი ქალიშვილის ნახვა სურდა ბოლოჯერ, რათა გამომშვიდობებოდა მას, ამიტომაც კარგი იქნებოდა თუ იგი რაც შეიძლება მალე მივიდოდა საავადმყოფოში”

” ჯენიფერი მართლაც მზად იყო დიპლომის ასაღებად და როდესაც ცერემონიაზე მისი სახელი გამოაცხადეს, სკამიდან მაშინვე წამოხტა და სცენისკენ გაეშურა, თუმცა რიგის ბოლოში არც კი იყო მისული, როდესაც საკუთარი თავი დაინახა უკვე სცენაზე ამავალ კიბეზე და როდესაც ამ ორმა ერთმანეთს შეხედა თვალებში, ჯენიფერმა სხეულის გაშეშება იგრძნო, ხოლო კიბეზე მყოფმა კი მას ეშმაკურად გაუღიმა”

” სარკეში დავინახე სამი მოწყენილი გოგონას ანარეკლი, მაგრამ როდესაც თავი უკან ივატრიალე იქ ვერავინ დავინახე,  თუმცა როდესაც სარკისგენ მივიხედე იმაში დარწმუნებულმა, რომ ჩემს უკან არავინ იყო, იქ ვერავის ანარეკლი ვეღარ დავინახე, მათ შორის ვერც ჩემი საკუთარი”

” ჩემი ავტოპორტრეტი დავხატე, თუმცა ვიფიქრე რომ ცუდი იყო და დავხიე, რის დროსაც ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ჩემი სახე გახიეს შუაზე, რის გამოც დაყვირება ვცადე მაგრამ ვერ შევძელი, რადგან პორტრეტს ხმა არ ჰქონდა და შესაბამისად არც მე”


Like it? Share with your friends!

228
228 points